logo
ENG



თავს გაუფრთხილდით - ბელარუსის დატოვების შემდეგ, ტიხანოვსკაიამ მხარდამჭერებს მიმართა

11 აგვ 202015:33
3 წუთის საკითხავი
 

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ქვეყნის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

პოლიტიკოსის განმარტებით, მის არჩევანზე გავლენა არც მეუღლეს, არც მეგობრებსა და არც საარჩევნო შტაბს მოუხდენია.

მან ემოციური ვიდეომიმართვა მას შემდეგ გაავრცელა, რაც მინსკი დატოვა და ლიეტუვაში გაემგზავრა.

"მეგონა, რომ ამ საარჩევნო კამპანიამ ძალა მომცა, რომ ყველაფერი ამეტანა, მაგრამ, როგორც ჩანს, ალბათ ისევ ის სუსტი ქალი ვარ, როგორიც ვიყავი. მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად. ვიცი, რომ ბევრი ვერ გამიგებს, ბევრი შემიძულებს და განმკიცხავს. მაგრამ ღმერთმა არ ქნას, ისეთი არჩევანის წინაშე დადგეთ, რომლის წინაშეც მე დავდექი. ამიტომ, თავს გაუფრთხილდით. არც ერთი სიცოცხლე არ ღირს იმათ, რაც ახლა ხდება. შვილები უმთავრესია, რაც ჩვენს ცხოვრებაში არსებობს", - განაცხადა ტიხანოვსკაიამ

პირველი ცნობა ტიხანოვსკაიას ლიეტუვაში ყოფნის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა. 


close დახურვა